შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს-მ იმ ბიჭის საქმის ძიება დაიწყო, რომელსაც ჩხუბში ორივე ხელი მოტეხეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 07 იანვარი 2019
ორი იანვარს ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ჯერ ქეთევან წამებულის, შემდეგ კი დიდიმამიშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მეთერთმეტე კლასელები დაშავდნენ. ქეთვან წამებულის ქუჩაზე ერთს ორივე ხელი მოტეხეს, მეორეს კი დიდიმამიშვილის ქუჩაზე დაზიანებები სახის არეში მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი მხოლოდ დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარი ფაქტი იყო. პოლიციას დაშავებულის მამამ შეატყობინა. რაც შეეხება ქეთევან წამებულის ქუჩაზე დაშავებულ ახალგაზრდას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, „მას საავადმყოფოში დაფიქსირებული ჰქონდა, რომ ყინულზე დაეცა და ხელები იმიტომ მოტყდა. პოლიციისთვის არავის მოუმართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი მისი დაკითხვა დაიწყო“. ძიება ქეთევან წამებულის ქუჩეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახალციხის რაიონულმა სამმართველომ სსკ–ის 126–ე მუხლის ბ და გ პუნქტებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს. როგორც ქეთვან წამებულის ქუჩაზე დაშავებული 16 წლის ბიჭის დედა „სამხრეთის კარიბჭეს“ უყვება, ორი იანვრის საღამოს მასთან სახლში სტუმრად შვილის თანაკლასელები იყვნენ: „ორი კლასელი გააცილა და ისე გავიდა გარეთ, რომ კურტკაც არ ჩაუცვია. ქუჩაში მომხდარს მე არ შევსწრებივარ, მაგრამ როგორც ჩემი ბიჭის მეგობრებმა მითხრეს, ამ დროს გარეთ ვიღაც ნასვამი ბიჭები ხმაურობდნენ, მეზობელი სახლიდან ქალი გამოსულა და იმათთვის შენიშვნა მიუცია, ბავშვს ვაძინებ და ნუ ხმაურობთო. ამ ნასვამებს ეს არც კი გაუგიათ და ღრიანცელი ისევ გაუგრძელებიათ. ამაზე ჩემი შვილის მეგობრებს მიუციათ შენიშნვა, არ გესმით ქალმა რა გითხრათ, გაჩუმდითო. იმ ნასვამებს უთქვათმ ასე რატომ გველაპარაკებითო და ამას მოჰყოლია ჩხუბი“. ჩხუბი აქედან დიდიმამიშვილის ქუჩაზე გაგრძელდა. აქ დაშავებული ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან, გუშინ ექვს იანვარს, გაწერეს. ამ ფაქტის ძიება ახალციხის რაიონულმა სამმართველომ ძალადობის მუხლით დაიწყო. პოლიციამ ოთხ და ხუთ იანვარს შემთხვევის მონაწილე არაერთი პირი დაკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ: "ახალგაზრდები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ". [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი