შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დემოკრატიულობის დონე არის მაღალი“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 10 იანვარი 2019

დემოკრატიის რეიტინგში რომელსაც ბრიტანული კომპანია Economist Intelligence Unit-ი ადგენს, საქართველო ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა.

2017 წელს საქართველო 167 ქვეყანას შორის 78-ე ადგილზე იყო 5,93 ქული, 2018 წელს კი 79-ე ადგილზე 5,50 ქულით. საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

აღნიშნულს მმართველი გუნდის წარმომადგენელი გია ვოლსკი ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიულობის დონე მაღალია:

„არჩევნებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები იყო, რომელმაც რეალურად შედეგი ვერ შეცვალა, მაგრამ ეს შენიშვნები გასათვალისწინებელია. თუ ჩვენმა მოძმე სომხეთმა რაღაც ცოტა ინდექსით წინ გაგვისწრო, ჩვენ ამას გამოწვევად ვღებულობთ, მაგრამ ფაქტია, რომ დემოკრატიულობის დონე, მმართველობის სისტემის და ყველა ინდექსი, რომელიც გააჩნია ბიზნესს, მედიის თავისუფლებას, არის საკმაოდ მაღალი, თუნდაც, სასამართლოსი არის მაღალი, რითაც თითოეულ მოქალაქეს შეგვიძლია, ვიამაყოთ,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია