შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

უფასო იმიტირებული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მე-12 კლასელებისთვის ბათუმში

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 12 იანვარი 2019
17 იანვარს, საქართველოს უნივერსიტეტის ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში აბიტურიენტებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმიტირებული გამოცდა ჩატარდება. უნივერსიტეტის ინფორმაციით იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება უფასოა და მხოლოდ მე-12 კლასელებს შეუძლიათ, მონაწილეების რაოდენობა კი, შეზღუდულია. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, „ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, შეამოწმონ საკუთარი თავი და გადალახონ გამოცდის ფსიქოლოგიური შიში. ტესტები მომზადებულია საქართველოს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ, საგამოცდო ტესტის ოფიციალური ნიმუშების მიხედვით“ – აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტი. გამოცდის ჩატარების ადგილია ბათუმი, ჯავახიშვილის ქუჩა N5, 17 იანვარი, 14:00 საათი. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ამ ბმულზე.    
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია