შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თოვლი და ქარბუქი- საქართველოში ამინდი გაუარესდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 14 იანვარი 2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი.

უწყების ინფორმაციით, 17 იანვარს დაბლობსა და ბარში შესაძლებელია თოვლჭყაპი, დროგამოშვებით ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

17 იანვარს მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია