შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეკა ბესელია არ იჭრის ბიძინა ივანიშვილამდე მისასვლელ გზებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 14 იანვარი 2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის დღევანდელი ბრიფინგი ორ ვერსიაზე მიგვანიშნებს, ერთი ის რომ ეკა ბესელია კოზირებს "ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით შემდეგისთვის ინახავს და მეორე ის, რომ არ იჭრის ბიძინა ივანიშვილამდე მისასვლელ გზებს. ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ "2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეკა ბესელიამ სხვა განწყობით გააკეთა განცხადება უცხოეთიდან და სრულიად სხვა განწყობის და შინაარსის ბრიფინგი ჰქონდა დღეს. 

"ეკა ბესელიას კონკრეტული ინფორმაცია არ გაუჟღერებია დღევანდელ პრესკონფერენციაზე. მან თქვა, რომ წარდგენილი მოსამართლეთა სია ვერ იქნება მიღებული და ამას ისედაც ყველა ამბობდა. ის, რომ ყველაფრისთვის ნათელის მოფენას აპირებდა, კვლავ ბუნდოვანი დარჩა. 

ვერ ვიტყვით, რომ ეკა ბესელიას ინფორმაციები არ აქვს “ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით. ყველაფრის საქმის კურსშია, მაგრამ ეს ინფორმაციები ალბათ შემდეგისთვის შემოინახა. თუმცა ფაქტია, რომ სხვა განწყობით გააკეთა განცხადება უცხოეთიდან და სრულიად სხვა განწყობის და შინაარსის ბრიფინგი ჰქონდა დღეს.

ორი ვერსია არსებობს. ერთი ის რომ ეკა ბესელია კოზირებს "ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით შემდეგისთვის ინახავს და ჩათვალა, რომ ამ ეტაპისთვის ამ ინფორმაციების გასაჯაროვების გარეშეც მიღწეულია მიზანი ან მეორე ის, რომ არ იჭრის ბიძინა ივანიშვილამდე მისასვლელ გზებს ან ორივე ერთად“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ დღეს პრესკონფერენცია გამართა და მმართველი გუნდის ბრალდებებს უპასუხა. ეკა ბესელიამ თანაგუნდელების კრიტიკა იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი 10-კაციანი სიის უკან გაწვევის მოთხოვნის გამო დაიმსახურა. ეკა ბესელია სიის ჩაგდებას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვდა. ბესელია ღიად დაფიქსირებული პოზიციის გამო, ბიძინა ივანიშვილმაც გააკრიტიკა. ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბესელიამ გუნდურობა დაარღვია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა