შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ატენში სასმელი წყლის სისტემა ვერ დაამთავრეს 1 იანვრამდე

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 16 იანვარი 2019
გორის მუნიციპალიტეტის ატენში სასმელი წყლის პროექტი დათქმულ დროს, 2019 წლის 1 იანვარს ვერ დასრულდა. ამის თაობაზე, კომპანიის დირექტორმა გორის მერს წერილობით აცნობა. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რთული კლიმატური პირობების გამო და საგზაო დეპარტამენტთან გარკვეული შეუთანხმებლობის შედეგად, სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ ჩაეტია. გორის მერის პრეს-სამსახურის განცხადებით, კომპანია ვადის გადაწევას თვენახევრით ითხოვთ: ,,უახლოს 2-3 დღეში ზედამხედველობის სამსახურში შეისწავლიან აღნიშნულ მოთხოვნას და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ვადის გადაწევის შესახებ" - აცხადებს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი. ატენში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება 2016 წელს დაიწყო და ორ ეტაპს მოიცავდა. სამუშაობის დასრულების ვადად მიუთითეს 2017 წელი. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, პროექტის განხორციელება ვერ დამთავრდა 2019 წლამდე. იხ. ამავე თემაზე: ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაცია წესით 31 დეკემბერს უნდა დასრულდეს
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია