შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მართლა მეთოფიშვილმა დაწერა ეს სია? ბრიყვები ვგონივართ?"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 15 იანვარი 2019

ექსპერტი გია ხუხაშვილი აამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაიწერა.

"ხელისუფლებას რომ არ ნდომოდა... მართლა მეთოფიშვილმა დაწერა ეს სია? კარგით რა, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ. ბრიყვები ვგონივართ? გვიმტკიცებენ, რომ თურმე დამოუკიდებელმა ორგანომ, რაღაც პროცედურების დაცვით სია წარადგინა. სია დაიწერა ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ახლა ოფიციალურად რომ ხვდებიან მიქაუტაძე და კობახიძე, არაოფიციალურადაც ხშირად ხვდებიან ხომ? ადგენენ სიას და შემდეგ, ლობირებენ ამ სიას“, - განაცხადა ხუხაშვილმა "360 გრადუსში".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია