შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოსტნეულის წარმოებამ ივანიშვილი 4 მილიონით აზარალა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 15 იანვარი 2019

ბიძინა ივანიშვილთან აფილირებულმა  „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“  2017 წელი   4.35 მილიონის ზარალით დაასრულა. ფინანსური ანგარიშით ირკვევა, რომ 2017 წელს  „საქართველოს სათბურის კორპორაციამ“ ბაზარზე 9,554 მლნ ლარის პომიდორი და კიტრი გაყიდა. შემოსავალი 2.17-ჯერ არის გაზრდილი. თუმცა საოპერაციო მოგებაზე გასვლა მაინც ვერ მოხერხდა, მაგრამ შესაძლებელი გახდა  4.3 მილიონიდან საოპერაციო ზარალის  2.69 მილიონამდე შემცირება.  წმინდა ზარალი 4.35 მლნ ლარია (2016 წ - 8.4 მლნ ზარალი).

ზარალი გასაკვირი არ არის. სათბურის I ფაზის ოპერირება 2015  წელს დაიწყო. მეორე ფაზა კი 2016 წლის შემოდგომაზე დასრულდა.  

კომპანიამ 2018 წელს საწესდებო კაპიტალი გაიზარდა,  8,179 მლნ ლარით. ასევე გასულ წელს გააგრძელა ხელოვნური განათების დამონტაჟება სათბურებში. მათ შორის 2018 წლის ივლისიდან დაიწყო განათების სისტემის დამონტაჟება 4 ჰა სათბურში.

კომპანიის ერთადერთი მშობელი კომპანიაა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF LP). ბენეფიციარ მფლობელად მითითებულია გიორგი ბაჩიაშვილი.

(ჯიბისი)

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია