შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მურუსიძე, ნაკურთხია ბიძინასგან და ბიძინანაცვალია" - უსუფაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 15 იანვარი 2019

"შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მოსამართლეების საკითხზე ისაუბრა:

“შემთხვევით არ ვხმარობ ამ ტერმინს “ბიძინანაცვლობა”. სისტემა, რომელშიც კონსტიტუციაში რა წერია, კანონში რა წერია, ამომრჩეველს რას დავპირდით, ევროპა რა სტანდარტს ითხოვს, ეს ყველაფერი ლაილაია. სინამდვილეში რა არის მნიშვნელოვანი? რა უნდა ბიძინას ან რა შეიძლება უნდადეს ბიძინას. ბიძინა ნამდვილად არ არის ყველა საკითხში ჩახედული. 

ეს კაცი, რომელიც იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს ბიძინამ შეარჩია?! მაგრამ ვიღაცამ ხომ შეარჩია, ვისაც მოყვება რაღაცა ტიპის ბიძინას მადლი (ბოდიშს ვიხდი მორწმუნეებთან, მაგრამ ასე ვსაუბრობ, რათა გასაგები გავხადო) ნაკურთხია ბიძინასგან. მერე რა რომ კონსტიტუციაში ეს წერია, მთავარმა მთავარი თქვა. როგორც მღვდელმთავარი, რომელსაც აქვს თავისი პერსონალური ავტორიტეტი, მაგრამ პატრიარქის მიერ ხელდასმულია ის… ასეთი ბიძინანაცვლები არიან. მურუსიძე არის ბიძინანაცვალი”, – განაცხადა "პალიტრანიუსთან" უსუფაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია