შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირებს, რომლებსაც ჯარი არ გაუვლიათ, საჯარო სამსახურში დასაქმება შეეზღუდებათ

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 17 იანვარი 2019

მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, იმპირებისთვის, რომელთაც სამხედრო სავალდებულო სამსახურიგავლილი არ ექნებათ, საჯარო სამსახურში დასაქმებაზე შეზღუდვებიდაწესდება.

„კანონპროექტი ითვალისწინებს სამართლებრივ შეზღუდვებს საჯარო სამსახურში დანიშვნის კუთხით იმმოქალაქეთა მიმართ, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური.

ასევე, კანონპროექტმა უნდა გაითვალისწინოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნებააღირიცხოს საკონტრაქტო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის გამვლელი ყველა წვევამდელი და მათშესახებ ინფორმაცია.

პრობლემურია ასევე სამხედრო სამსახურის მოხდის წესი იმ მოქალაქეების მიერ, რომლებიც იმყოფებიანსაზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად ან სამუშაოდ. ასევე, საჭიროა დაზუსტდეს სამხედრო სამსახურისგადავადების საფუძვლები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს სამხედრო სამსახურის გადავადებისსაფუძვლებით უკანონო და უსარგებლო ფაქტები.

ამასთან, დასაზუსტებელია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გამვლელთათვის პირადი შემადგენლობისსიიდან ამორიცხვის ვადები როტაციის თვალსაზრისით და ვადამდე დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეთარეზერვში ჩარიცხვის წინაპირობა,“-აღნიშნულია პროექტში.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენა საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია