შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კიდევ ერთი სუიციდის შემთხვევა ოზურგეთში-26 წლის ბიჭი ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 17 იანვარი 2019

"გურიის მოამბის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 26 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში მცხოვრები გ.ჭ ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც ვაკიჯვრის დეპუტატი, ვახტანგ ნიჟარაძე "გურიის მოამბესთან" აცხადებს, გარდაცვლილი ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში მამასთან ერთად მუშაობდა და იქ ბინა ნაქირავები ჰქონდათ. 

"ძალიან კარგი ბიჭი იყო, წესიერი, ზრდილობიანი. ვერავინ მიზეზებზე ვერ საუბრობს. არაფერი მაგ ბავშვს თავის მოსაკლავი არ სჭირდა. თბილისში მუშაობდა მამასთან ერთად. ნაქირავები სახლის ეზოში იპოვეს ჩამომხრჩვალი"-გვითხრა დეპუტატმა. 

გ.ჟ-ს მშობლიურ სოფელში დღეს დაკრძალავენ. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია