შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
 18 იანვარი 2019

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასოციაციის წარმომადგენლები ქუთაისს სტუმრობდნენ. ქუთაისში შეხვედრას ქალაქის მერი გიორგი ჭიღვარია და იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 

როგორც ორგანიზატორებმა თავიანთ გამოსვლებში განაცხადეს, აღნიშნული შეხვედრები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია