შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 16 იანვარი 2019
ლევან თარხნიშვილი ავტომობილის სავალდებულო ტექდათვალიერების გასავლელად ადიგენიდან გუშინ,15 იანვარს ჩამოვიდა: "ორი დღეა ველოდები და ჯერ კიდევ არ მომიწია რიგმა".საკუთარ რიგს ელოდებიან ახალქალაქსა და ნინოწმინდიდან ჩამოსული მძღოლებიც: "ახალქალაქიდან ჩამოვედით, უკან წასვლას აზრი არ აქვს, ცოცხალი რიგია, სხვა გზა არ გვაქვს, ამიტომ ველოდებით".სამცხე–ჯავახეთში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის დირექტორი ნუგზარ აღდგომელაძე ამბობს, რომ ცენტრი მთელი დატვირთვით 09:00 –დან 19:00 საათამდე მუშაობს, მაგრამ რადგან ექვს მუნიციპალიტეტში მხოლოდ ეს ერთი ცენტრია, მძღოლებს რიგში დგომა უწევთ."კამერები დილით ავტომატურად ირთვება და 19:00 საათზე ითიშება. ამის შემდეგ, მუშაობის გაგრძელების უფლება არ გვაქვს. ერთი მანქანის შემოწმებას 10–15 წუთი სჭირდება. დღეში დაახლოებით 60 მანქანის შემოწმება ხდება. ამბობენ, აპრილიდან მსგავსი ცენტრი ახალქალაქში გაიხსნებაო, ამის შემდეგ ასეთი რიგები აღარ იქნება", – განმარტავს ნუგზარ აღდგომელაძე.მისივე თქმით, პირველი იანვრიდან დღემდე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში 390 მანქანა შემოწმდა.შეგახსენებთ, რომ 14 იანვრიდან დაჯარიმდება ყველა სახის ავტომობილი, რომელსაც არ აქვს გავლილი სავალდებულო ტექდათვალიერება.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია