შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში ტამიფლუს სამი აფთიაქი გასცემს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 16 იანვარი 2019
როგორც აფთიაქებში აცხადებენ, ამ დროისათვის მედიკამენტის საკმარისი მარაგიც არის და მომართვიანობაც აქვთ. მედიკამენტს ექიმის დანიშნულების მიხედვით ან ფორმა N100–ის შესაბამისად უფასოდ გასცემენ.რაც შეეხება, ახალციხეში არსებულ სხვა აფთიაქებს, "ტამიფლუ" საერთოდ არ შეუტანიათ.შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ არამხოლოდ რისკ–ჯგუფებზე, არამედ ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. ამ დრომდე, "ტამიფლუ" უფასოდ მხოლოდ რისკ-ჯგუფის პაციენტებისათვის და მხოლოდ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან გაიცემოდა.[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება