შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

1 036 380 ლარი უზენაესი სასამართლოს სკანდალური სიის მხარდაჭერისთვის - ვის რამდენს უხდიან იუსტიციის საბჭოში?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 იანვარი 2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე მმართველ გუნდში კვლავ ვნებათაღელვაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ  რა ანაზღაურება აქვთ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომელთაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების პრობლემურ სიას დაუჭირეს მხარი.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  იუსტიციის საბჭოს 11 წევრს - გიორგი მუქაუტაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, ირაკლი შენგელიას, ვასილ მშვენიერაძეს, რევაზ ნადარაიას, თამარ ონიანს, ირაკლი ბონდარენკოს, სერგო მეთოფიშვილს, შოთა ქადაგიძეს, ზაზა ხარებავას და ლევან გზირიშვილს, 2018 წელს ბიუჯეტიდან 1 036 380 ლარის ანაზღაურება აქვთ მიღებული. ეს ის მოსამართლეები არიან, რომელთაც უზენაესი  სასამართლოს  კანდიდატების  პრობლემურ სიას  მხარი დაუჭირეს.

ორგანიზაციის ცნობით, გიორგი მუქაუტაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2018 წელს მიღებული აქვს 89 400 ლარი, დიმიტრი გვრიტიშვილს - 110 880 ლარი, ირაკლი შენგელიას -107 760 ლარი, ვასილ მშვენიერაძეს - 99 360 ლარი, რევაზ ნადარაიას - 97 800 ლარი, თამარ ონიანს - 97 800 ლარი, ირაკლი ბონდარენკოს -97 800 ლარი, სერგო მეთოფიშვილს - 94 380 ლარი,  ხოლო პარლამენტის მიერ დანიშნულ  წევრებს - შოთა ქადაგიძეს, ზაზა ხარებავას და ლევან გზირიშვილს  მიღებული აქვთ 80 400 ლარი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის 10 სკანდალური კანდიდატი   წარადგინა. მოსამართლეთა სია განხეთქილების მიზეზი გახდა საპარლამენტო უმრავლესობაში. ხოლო ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ამ სიის დამტკიცების კატეგორიული წინააღმდეგია.  

პარლამენტმა სია განსახილველად საგაზაფხულო სესიისთვის გადადო.

2020news.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება