შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 21 იანვარი 2019
ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე ყველაზე მეტი განცხადება საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ასევე, საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელისა პოზიციაზე შევიდა. საბუთების გადარჩევის ეტაპი დასრულებულია, როდის ჩატარდება გასაუბრება ჯერ უცნობია.ვაკანტური პოზიციებია:1. ურაველის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი;2. კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი;3. უფროსი სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში;4. საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი;5. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის განყოფილებაში;6. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;7. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის საკითხებში;8. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილებაში;9. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;10. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური ხელმძღვანელი;11. მერის წარმომადგენელი ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში;12. საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი;13. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;14. მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი;15. ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;16. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი;17. მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი; [თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია