შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის რესურსცენტრი: მუდმივი კონტაქტი გვაქვს სკოლებთან, ტარდება დეზინფექცია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 21 იანვარი 2019
ახალციხის მესამე საჯარო სკოლაში 600 მოსწავლეა რეგისტირებეული, თუმცა, დღეს გაკვეთილებზე დაახლოებით 200 მათგანი მივიდა. „ვფიქრობ ხვალიდან უფრო მეტი მოსწავლე მოვა სკოლაში. ჩატარებული გვაქვს სადენზიფექციო სამუშაოები, სკოლა მზადაა მოსწავლეების მისაღებად. გაკვეთილები ტარდება, კლასებშიც სითბოა, დღეს პირველი დღეა და ამიტომ არის ცოტა ბავშვი“, – ამბობს ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სუსანა აკოპოვა.ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, რომ სკოლებში დერეფნები და საკლასო ოთახები სველი წესით დამუშავდება. სპეციალური ხსნარით გაიწმინდება მერხები და სასკოლო ნივთები.„სკოლის ექიმებიც ჩართულები არიან, ისინიც ახორციელებენ პრევენციულ ღონისძიებებს. ითვალიწინებენ როგორც სამინისტროს, ასევე ჩვენს რეკომენდაციებსაც. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია“,– ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე და ამატებს, სკოლებში გამოცხადებული ბავშვების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია დღის ბოლოს ექნება. შეგახსენებთ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი 21 იანვარამდე გრიპის ვირუსის გამო იყო გადადებული. განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვება ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება და იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ნაბიჯის გადადგმა გახდება საჭირო, სამინისტრო უსწრაფესად მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება