შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში შუქნიშნები უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 23 იანვარი 2019
გურჯაანში ორ ლოკაციაზე შუქნიშნების მონტაჟისთვის პროექტის შეძენაზე ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, - ამის შესახებ speqtri.ge-ს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა კოტე ბერიძიშვილმა განუცხადა.

„ეს ცოტა სპეციფიური თემაა. ამ ეტაპზე საპროექტო წინადადება გამზადებულია, დაახლოებით ორ დღეში გამოცხადდება ტენდერი პროექტის შეძენაზე. მერე უკვე ყველაფერი პროცედურულად მიჰყვება. კოსტავა-თავისუფლების კვეთაზე ეს საკითხი იოლი მოსაწესრიგებელია, ხოლო რაც შეეხება მეორე ლოკაციას, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას, რთულად არის საქმე. აქ ერთი და ორი შუქნიშანი არ ეყოფა. რამდენიმე პროექტანტს ველაპარაკეთ და თქვეს, რომ ანალოგიური პროექტი არც კი გაუკეთებიათ, ამიტომ საკითხის მოგვარება ცოტა დროში გაიწელა.“

მისივე თქმით, ორივე ლოკაციაზე შუქნიშნები მარტის შუა რიცხვებისთვის დამონტაჟდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება