შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ მრგვალ ჭალაში ლეხურას ნაპირს გაამაგრებენ

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 23 იანვარი 2019
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მრგვალ ჭალაში ნაპირს გაამაგრებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიიღეს. სამუშაოებისთვის 62 687 ლარი გამოიყო. მდინარე ლეხურას ნაპირზე ფლატე რამდენიმე წელია ეროზიას განიცდის და საფრთხეს უქმნის სოფლის განაპირას მცხოვრებ მოსახლეობას. ვითარება სანაპიროზე კომპანია ,,ნაპირდაცვამ" 2018 წელს შეისწვლა. სწორედ, მათი დასკვნის საფუძველზე, გზების დეპარტამენტში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება გადაწყვიტეს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია