შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თემურ მანველიშვილი პასუხის გასაცემად დროს ითხოვს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2019
სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადებით მიმართვის ფაქტს თემურ მანველიშვილი არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამის შესახებ გორის მერის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი დაპირებისამებრ qartli.ge-ს ესაუბრა. კითხვაზე, დაწერა თუ არა სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადება, მანველიშვილი პასუხის გასაცემად დროს ითხოვს. ,,ამ ეტაპზე გადაჭრით ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვერ გეტყვით. მოგვიანებით ვისაუბრებ" - აცხადებს მანველიშვილი. გორის მერიაში თემურ მანველიშვილის თანამდებობაზე დარჩენის საკითხს იხილავენ. ჩვენი ინფორმაციით, მანველიშვილმა მერს განცხადებით მიმართა. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, რეზოლუციის დადებამდე და ბრძანების გამოცემამდე, მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კომენტარს ვერ გააკეთებს. ,,ვიდრე შესაბამისი ბრძანება არ დაიწერება, პასუხს ვერ გაგცემთ." - აცხადებს პრეს-სამსახური. მის მიმართ გორის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია