შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ბაღების გაერთიანება წითელას აცრასთან დაკავშირებით მშობლებს მიმართავს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 23 იანვარი 2019
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისათვის, საბავშვო ბაგა-ბაღების არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს და დასაქმებულ პერსონალს, ბენეფიციარების გეგმიური აცრის შესახებ დაწესებულებისათვის ინფორმაციის მიწოდება დაევალა.ამასთან დაკავშირებით ახალციხის ბაღების გაერთიანება მშობლებს მიმართავს: "გთხოვთ, თქვენს შვილებს ჩაუტაროთ ასაკის შესაბამისი აცრა და 31 იანვრის ჩათვლით საბავშვო ბაღში წარმოადგინოთ შესაბამისი აცრების ფურცელი (ცნობის ფორმა 063 ქსეროასლი დამოწმებული ბეჭდით, რომელზეც მითითებული იქნება პირადი ნომერი, გვარი, სახელი და მისამართი)აღნიშნული აცრების ცნობის ასაღებად მშობელმა( ბავშვის კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიაკითხოს სამედიცინო დაწესებულებას. ცნობა გაიცემა უფასოდ.ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცვლელი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, ორი თვის ვადაში განიხილება მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი", – ვკითხულობთ ახალციხის სააღმზრდელო დაწესებულებთა გაერთიანების ფეისბუქის გვერდზე. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია