შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გაუმჭვირვალე და ჩინოვნიკების კომფორტს მორგებული"- ოპოზიცია ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტზე

ეკონომიკა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 24 დეკემბერი 2018

 გაუმჭვირვალე და ჩინოვნიკების კომფორტზე მორგებული - ასე აფასებს ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს "ევროპული საქართველოს" წევრი საკრებულოში მერაბ მეშველიანი. მისი თქმით, პროექტის მოსახელეობასთან რეალური განხილვა არ მომხდარა, ამიტომაც მათი საჭიროებები ბიუჯეტში არ აისახა. 

"ყველაზე ცუდია, რომ მოწყდნენ მოსახლეობასთან ურთიერთობას. არასდროს ყოფილა ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ. არ მომხდარა მოსახლეობის ჩართულობა და შესაბამისად, მათი პრიორიტეტები არც მოხვდა ბიუჯეტში.  როდესაც პირველად შემოვიდა ბიუჯეტი,  მისი რეალური განხილვა კომისიებშიც არ მომხდარა,  ისიც იმიტომ შემოიტანეს დაჩქარებულად, რომ საბიუჯეტო კანონი არ დაერღვიათ.  ტრადიციულად, საკრებულოს პროექტის მიმართ შენიშვნები არ ქონდა. საკრებულოს მოვალეობაა, დაითვალოს რიცხვები, შეადაროს პროექტები წინა წლებს  და ამის მიხედვით შეფასდეს ბიუჯეტი, რაც არ მომხდარა. სამაგიეროდ, ბიუჯეტის 44% გათვალისწინებულია ხელფასებზე და ორიენტირებულია ჩინოვნიკების კომფორტის გაზრდაზე.  2019 წლის ბიუჯეტი იქნება გაუმჭვირვალე და რეორგანიზაციით, რომელიც რეალურად სულ სხვა მიზნებისთვის გამოცხადდა, გაიზრდება ააიპებში დასაქმებული პარტიული მხარდამჭერების რაოდენობა. ამიტომ ჩვენ ამ ბიუეჯტს მხარს არ დავუჭერთ", -განაცხადა მერაბ მეშევლიანმა.

ბიუჯეტის პროექტის განხილვას ოპოზოციიდან მხოლოდ მერაბ მეშევლიანი ესწრებოდა. 

შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" განხილვებში მონაწილეობაზე უარი თქვა.  

2019 წლის ბიუჯეტი 26 დეკემბერს დამტკიცდება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია