შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 25 იანვარი 2019
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი მილიონ ნახევარი ლარით გაიზარდა.


მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 717 639 ლარი გამოიყო, რომელიც ვაჩნაძიანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით კი საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ტრანსპორტირებისათვის 27 483 ათასი ლარი, ხოლო სკოლების მცირე რეაბილიტაციისათვის 450 ათასი ლარი განისაზღვრა.

„ასახვა მოხდა მთავრობის განკარგულებაში. დაგვიფინანსდა ვაჩნაძიანის 4 გზის პროექტი. გამოიყო დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სკოლებში ბავშვების ტრასპორტირებისათვის 27 483 ათასი ლარი და ასევე სკოლების მცირე რეაბილიტაციისთვის 450 ათასი.“


შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში, საჯარო სკოლების იმ მოსწავლეებს,რომლებიც სასწავლო დაწესებულებიდან 2 კმ და მეტით არიან დაშორებული, სპეციალური ავტობუსები მოემსახურება. გურჯაანის რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან აღნიშნული ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლის 456 მოსწავლე ისარგებლებს.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება