შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

N5 სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 24 იანვარი 2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო სკოლაში მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იძიებს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. შესაძლო ძალადობის ფაქტი სკოლაში დეკემბერში, მათემატიკის გაკვეთილზე მოხდა. როგორც ამ კლასის მოსწავლეები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, გაკვეთილზე მათ მასწავლებელს თემურ ხუციშვილს მობილური ტელეფონი დაფის უკან დაუმალეს, შემდეგ კი რამდენჯერმე დაურეკეს: „რომ ვერ აგნებდა საიდან რეკავდა ტელეფონი, ეძებდა და ამაზე ვიცინოდით. წყობილებიდან გამოვიდა. მერე ერთი ჩვენი კლასელი ბიჭი ოთახიდან გაიყვანა, ის ყველაზე მეტს იცინოდა და იმიტომ“. თემურ ხუციშვილი ამ ფაქტის შემდეგ სკოლიდან გაათავისუფლეს. იგი ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს რომ მოსწავლე გაკვეთილიდან ნამდვილად გააგდო. [თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა