შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თემურ მანველიშვილის დასაცავად სოციალურ ქსელში მხარდამჭერთა ჯგუფი შეიქმნა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 25 იანვარი 2019
გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის, თემურ მანველიშვილის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში ჯგუფი შეიქმნა. ორი დღის მანძილზე ჯგუფის წევრების რაოდენობა 150-მდე გაიზარდა. მოქალაქეები წერენ, რომ თუ საჭირო გახდება, საჯარო მოხელეს გორის მთელი მოსახლეობა დაიცავს. ჯგუფი მას შემდეგ შეიქმნა, როდესაც თემურ მანველიშვილის დაკავების შესახებ, ინფორმაცია გავრცელდა. მანველიშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო. დაზარალებულია სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი. მაქარაშვილს თემურ მანველიშვილმა მერიის წინ ვედრო თავზე  ჩამოამხო. სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, პროკურატურამ 15 იანვარს ის დაზარალებულად ცნო. მისი თქმით, ამჯერად, მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი პროკურატურაში, დაზარალებულის სტატუსით, 16 იანვარს დაიბარეს. 2018 წლის 10 ოქტომბერს გიგა მაქარაშვილი და სხვა აქტივისტები მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ მერის გადადგომას იმ მიზეზით, რომ მერმა კოტე თავზარაშვილმა დევნილთა დასახლებაში მიუღებელი განცხადება გააკეთა. საპროტესტო აქციის დასრულებისას, მაქარაშვილს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თავზე ვედრო ჩამოამხო, რაც დააფიქსირა ტელეკომპანია ,,დიას" კამერამ. ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.” საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა. 23 იანვარს qartli.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მანველიშვილმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე, განცხადება დაწერა. ქალაქის მერს კოტე თავზარაშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. პრეს-სამსახურის ცნობით, კომენტარი მაშინ გაკეთდება, როდესაც თავზარაშვილი გადაწყვეტილებას მიიღებს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები