შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ რეორგანიზაცია იგეგმება

კულტურა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 26 დეკემბერი 2018

ქუთაისის მერიის ააიპი „ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის“ რეორგანიზაცია იგეგმება. საკითხს დღეს განიხილავს ქუთაისის საკრებულო. 

არსებული ინფორმაციით, იგეგმება „იმერეთის ადგილობრივი ტურიზმის მართვის ორგანიზაციის“ შექმნა, რომლის შემადგენლობაში ქუთაისის ტურიზმის ცენტრიც შევა. 

 ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის ტატო ლილუაშვილის განმარტებით, კადრების შემცირება არ იგეგმება.

"იცვლება ორგანიზაციის წესდება. თუ აქამდე  მხოლოდ ქუთაისს მოვიცავდით, ამის შემდეგ ორგანიზაცია იმერეთს მოიცავს. ტურისტი რომ მოდის, მხოლოდ ქუთაისით მაინც არ შემოვიფარგლებოდით, ვმუშაობდით მთელ იმერეთზე. ახლაც იგევის გავაგრძელებთ,  ამიტომ  არც კადრების შემცირება არ იგეგმება", -განაცხადა ტატო ლილუაშვილმა. 

ტურიზმის რეგიონალური ცენტრი იმერეთის მხარეს მოემსახურება, დაფინანსება ქუთაისის ბიუჯეტიტან იგივე რჩება, რასაც მხარის მუნიციპალიტეტებიდანაც დაემატება. ცვლილება მსოფლიო ბანკის პროექტს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც 100 ათასი ევროთი ყოველწლიურად მხოლოდ რეგიონალური ტურისტული გაერთიანებები ფინანსდება.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია