შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობაში რამდენიმე საკითხზე ვერ თანხმდებიან

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 იანვარი 2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკითხზე უმრავლესობის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობაში რამდენიმე საკითხზე ვერ თანხმდებიან.

ეს საკითხებია: მოსამართლეთა შერჩევისა და დასახელების პროცესი, კრიტერიუმები და პარლამენტში მოსამართლეების არჩევის პროცესი, რომელიც საგაზაფხულო სესიისთვის არის გადადებული.

მოსამართლეების საკითხზე დეპუტატები ხვალ 25, იანვარსაც აპირებენ შეხვედრას. ქართული ოცნების წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დღეს ყველამ აზრის დაფიქსირება ვერ მოასწრო.

რაც შეეხება პარტიიდან ვინმეს წასვლას ან გარიცხვას, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვები არ დასმულა. მან შეხვედრას კარგი უწოდა და პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილის კარგი ლიდერობისთვის შეაქო:

"ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის, რომ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს, რაღაცები შეიძლება განსხვავებულად დავინახოთ. [ბიძინა ივანიშვილმა] თქვა, რომ გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე საერთოდ არ შევთანხმდებით. დავინახე კონსენსუსის შანსი".

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება