შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მისი ხელმწიფის "პანორამა თბილისიც " შეაჩეროს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 იანვარი 2019

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება - აღნიშნული შეთანხმება დღეს შემდგარ შეხვედრაზე შედგა. კახა კალაძე სასტუმროს მფლობელს შეხვდა, როგორც ცნობილია, ისინი გამოსყიდვაზე ან ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმდნენ.

აღნიშნულს თბილისის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ეხმაურება.

„ახლა რომ გვეუბნებიან, რომ თურმე ყველაფერი მოგვარდა და მოსალოცად გვაქვს საქმე, უკაცრავად, და მისი პირდაპირი მოვალეობაა, რომ მაგალითად, ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. მერად იმიტომ ავირჩიეთ, რომ მსგავსი მშენენებლობები არ დაუშვას. მისი ხელმწიფე რომ აშენებს თაბორის მთაზე პანორამას, აი, ის ობიექტიც შეაჩეროს. მის ვაჟკაცობას თუ ეყოფა, ესეც კარგი იქნება და ოპოზიცია აუცილებლად იტყვის ამაზეც, რომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ის, რომ არ აშენდება ვაკის პარკში სასტუმრო, კარგია, თუმცა დეტალები საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია