შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თერგვისელმა სპორტსმენმა შერეულ ორთაბრძოლებში კუბელი მეტოქე მახრჩობელა ილეთით დაამარცხა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 28 იანვარი 2019
ქართველმა მებრძოლმა რაულ თუთარაულმა M1-ის ვერსიით ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კუბელი მეტოქე დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა. 70 კილოგრამით მოასპარეზე ქართველმა პირველივე რაუნდში მეტოქეს მახრჩობელა ილეთით მოუგო. დამარცხებული იზკუზდრო UFC - ის მებრძოლია. რაულ თუთარაული გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ თერგვისში (გორის მუნიციპალიტეტი) ცხოვრობს. სპორტსმენი ამ გამარჯვებას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უძღვნის, მისთვის აღნიშნული გამარჯვება პირველი არ ყოფილა. თუთარაული შერეულ ორთაბრძოლასთან ერთად აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნება კუდოში ასპარეზობს, მან 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და პირველი ქართველი სპორტსმენი გახდა, რომელმაც კუდოს მსოფლიო პირველობაზე მედალი დაისაკუთრა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები