შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თავს დამნაშავედ არ ვცნობ და დადგება დრო, როცა ყველაფერი გაირკვევა"

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 28 იანვარი 2019

თავს დამნაშავედ არ ვცნობ და დადგება ის დრო, როცა ყველაფერი გაირკვევა, მე დამნაშავე არ ვარ, - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე წყალტუბოს რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა. ის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. 

„ერთი წამი, ერთი პროცენტი არ გამომიყენებია რომ ჩემი თანამდებობით მესარგებლა, ეს ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ტვირთი იყო. მთელი მუნიციპალიტეტი მოწადინებული იყო ეს ქონება გაყიდულიყო, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა შესულიყო. ბოლო 3 თვის განმავლობაში ეს ობიექტი 2-ჯერ იყო გასაყიდად გატანილი, ორივეჯერ იგივე თანხად", - განაცხადა ივანეიშვილმა.

მოსამართლემ მას კითხვით მიმართა, იყო თუ საკრებულოს თავმჯდომარე ბიზნესმენი, რაზეც ივანეიშვილმა უპასუხა, რომ ის მთელი ცხოვრებაა ბიზნესმენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

ადვოკატი წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარისთვის 400 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

 

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია