შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

73% ფიქრობს, რომ ეროვნულების ჩასაბარებლად რეპეტიტორებია საჭირო — NDI

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 28 იანვარი 2019
21% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი საჭირო არაა, 5%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. რეპეტიტორის აუცილებლობაზე, საატესტატო გამოცდების შემთხვევაში, მოქალაქეთა 55% საუბრობს, 40% კი ამ აზრდს ეწინააღმდეგება. სკოლაში კარგად სწავლისათვის კერძო მასწავლებლის საჭიროებას 47% ხედავს, 48% კი საპირისპიროდ ფიქრობს.კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას "კარგად" ართმევს თავს. ამ კუთხით ყველაზე მეტ კმაყოფილებას, გამოკითხულთა 58% სოფლის ტიპის დასახლებებში გამოხატავს. თუმცა, თბილისის მოსახლეობის 57% ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით მთავრობას "ცუდად" აფასებს. მასწავლებლების ცოდნასა და პროფესიონალიზმს უმრავლესობა, 43 % "საშუალოდ" აფასებს, 42% კი კარგად. უმაღლესი განათლების კუთხით, სახელმწიფო უნივერსიტეტები კერძო სასწავლებლებზე ოდნავ უკეთესად ფასდება. კარგი სამსახურის საშოვნელად განათლება მთავარ კრიტერიუმად არ განიხილება. მოსახლეობის 37 პროცენტი ფიქრობს, რომ სამსახურის ძიებისას ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანია.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება