შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თემურ ხუბულურს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 30 იანვარი 2019
გორის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ხუბულურს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა. თემურ ხუბულურს, ყოფილ ფალავანს და წარმატებულ სპორტსმენს აღნიშნული წოდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიანიჭა. თემურ ხუბულური წლების წინ წარმატებული ძიუდოისტი იყო და ის 1979 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ხუბულურმა ვერცხლის მედალი აიღო 95 წონით კატეგორიაში. მისი წარმატებები სხვადასხვა წლებში ასე გამოიყურება:  1979-1981 - მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი , 1976-1979 - ევროპის 2 გზის ჩემპიონი , 1981-ვერცხლის პრიზიორი , 1977- ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში . 1974- ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მე-3 პრიზიორი. 1975- ევროპის ჩემპიონი . 1979 - სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი ,1979-1982- სსრკ ორგზის ჩემპიონი , საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში 1976 წელი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები