შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"NDI-ის კვლევამ აჩვენა საგანგაშო მოცემულობა, რომელშიც ვიმყოფებით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 30 იანვარი 2019

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ დღეს გასაჯაროებულ კვლევის შედეგებს საგანგაშოს უწოდებს.

 

ენმ-ს ლიდერი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობს. 

ხატია დეკანოიძე NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას ასევე აღნიშნავს, რომ კორუფციის ინდექსი მკვეთრად გაზრდილია და მოსახლეობა უწყებებში გამეფებულ ნეპოტიზმს გრძნობს. 

"კვლევამ აჩვენა საგანგაშო მოცემულობა, რომელშიც ვიმყოფებით. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყანაში პრაქტიკულად არ არის დემოკრატია. ანუ, არაფორმალური მმართველობის პირობებში ვიმყოფებით. ასევე საგანგაშოა მოცემულობა როდესაც კორუფციის შეგრძნების ინდექსი მკვეთრად არის გაზრდილი. მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებში არის ნეპოტიზმი და კორუფცია. დაცემულია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. პრაქტიკულად არ არსებობს ნდობა პარლამენტის მიმართ. მოქალაქეებმა არ იციან ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი"- აღნიშნავს დეკანოიძე. 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ დემოკრატიაში ცხოვრება მნიშვნელოვანია და ფიქრობს, რომ დასავლური ტიპის დემოკრატია საქართველოსთვისთვის მმართველობის საუკეთესო ფორმაა. თუმცა მხოლოდ 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო დღეს დემოკრატიაა; დანარჩენი 46 პროცენტის აზრით, საქართველო არ არის დემოკრატია, რაც 2013 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ კუთხით ყველაზე უარყოფითი შედეგი თბილისში დაფიქსირდა, სადაც მოსახლეობის 53 პროცენტი ამბობს, რომ საქართველოში არ არის დემოკრატია. უფროსი ასაკის მოქალაქეების 53 პროცენტიც ასე ფიქრობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია