შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხალხი, დაიჭექებს და გამოვა ქუჩაში, ბიძინა, დამცველი არ გეყოლება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 30 იანვარი 2019

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში იმდენად რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ ხალხი მალე ქუჩაში გამოვა და ბიძინა ივანიშვილს დამცველი აღარ ეყოლება.

"თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შექმნილ სიდუხჭირეს, რომელიც პირდაპირ პროპორციულია რადიკალიზაციის გაზრდისთვის, მივიღებთ იმას, რასაც მივიღებთ და დამცველი არ გეყოლება ბიძინა, არავინ. არაფერი ვენესუელა არ განვითარდება აქ. აქ იქნება სომხური ამბავი. ხალხი დაიჭექებს და გამოვა ქუჩაში", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ "კავკასიის" ეთერში.

მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შექმნილ მდგომარეობას კარგად იყენებს.

"სააკაშვილი უკვე იმატებს. დაიწყო მოძრაობა. იქ, უცხოეთში დაიწყო მოკრება ქართული ემიგრაციის. დაიწყო მოკრება იმათი. შეთავაზებები დაიწყო უკვე სააკაშვილმა", - აცხადებს სანიკიძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია