შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეეზოვემ და ელეტრიკოსებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 30 იანვარი 2019
სასამართლოში მეეზოვე დათო ლომიძე, ასევე, ელექტრიკოსები პავლე ათუნაშვილი და ივანე დავიდოვი ჩივიან. მათი სარჩელი სასამართლოში 29 იანვარს დარეგისტრირდა. "სამივე მომჩივანი სასამართლოს სთხოვს, რომ მოსამართლემ "კეთილმოწყობის" სამსახურს მათთან ხელშეკრულებების დადება დაავალდებულოს", – ამბობს ადვოკატი ეკა აბაშიძე. ლომიძე, ათუნაშვილი და დავიდოვი ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. სამივე მათგანი აცხადებს, რომ "კეთილმოწყობის" სამსახურში მათ ანაზღაურების გარეშე დამატებითი სამუშაოს შესრულებას სთხოვდნენ, კეთილმწოყობაში კი ირწმუნებიან, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაითხოვეს, მათზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდნენ. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ქალთა სკოლა ახალციხეში

სამართალი
საზოგადოება