შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის მერიაში ლიფტის შესაკეთებლად ტენდერი მეექვსედ გამოაცხადეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 31 იანვარი 2019
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ლიფტის შესაკეთებლად ტენდერი მეექვსედ გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პირველი ტენდერი 2018 წლის 12 ივლისს გამოცხადა 3 700 ლარად. შემდეგ ეს თანხა გაიზარდა. სატენდერო პირობების მიხედვით, გამოყოფილია 4200 ლარი. 5 შემთხვევაში ლიფტის შესაკეთებლად სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა. ლიფტის ამუშავება გამიზნულია, ძირითადად, მეოთხე სართულზე მომუშავე პირებისთვის, სადაც შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მუშაობენ. კერძოდ: შესაკეთებელია სამგზავრო ლიფტის გარე გამოძახების ღილაკები. დაზიანებული მაკონტროლებელი პლატის დემონტაჟი და ახალის მოწყობა ქსელში მიერთებით; პირველ და მეოთხე სართულებზე სამგზავრო ლიფტის გამოძახებისათვის საბარათე სისტემის შეძენა მონტაჟი ელ.სადენებით ქსელში ჩართვით; პლასტიკური ბარათების შეძენა პროგრამირება; დაზიანებული ავარიული /UPS/ სისტემის დემონტაჟი,ახალის შეძენა მონტაჟი; ორი სამგზავრო ლიფტის მექანო და ელექტროკვანძების შემოწმება გამართვა შახტის კარებების რეგულირება (8სართულზე); სამგზავრო ლიფტის კაბინის მამოძრავებელ სისტემის ავზებში სამანქანო ზეთის მოწყობა.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია