შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აქცია თელავში - მოსახლეობა ბუნებრივ აირზე დარიცხული დავალიანების ჩამოწერას ითხოვს

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 01 თებერვალი 2019
ქალაქ თელავში "თელავგაზის" მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იანვრის თვეში დარიცხული დავალიანების  ჩამოწერას ითხოვენ.
მათი განცხადებით,  წინა თვებისგან განსხვავებით ბუნებრივი აირის ზედმეტი დანახარჯი 100 , ზოგჯერ კი 200 ლარამდე აღწევს, რასაც კომპანიის შეცდომას უწოდებენ.

" ყოლთვიურად საშუალოდ 300 ლარს ვიხდიდი, იანვრის თევში კი 400 ლარზე მეტი დავალიანება მომივიდა იმ დროს, როცა ბუნებრივი აირის მოხმარება ჩემს ოჯახში არ გაზრდილა. ვითხოვთ დარიცხული ზედმეტი დავალიანება დროულად გაარკვიონ და შემდეგ ჩამოგვაწერონ"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომპანია "თელავგაზში" აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია