შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

20 ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 01 თებერვალი 2019
20-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შესაგროვებლად ბლანკების გადაცემა სთხოვა. "ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ თუ რაღაც არის კარგი 2020 წლის შემდეგ, ის კარგი შეიძლება გადმოვიტანოთ 2020 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” და მომდევნო ხელისუფლებებს არ ექნებათ მანდატების მოპარვის საშუალება."დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები და ჰორიზონტზე გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნები 2020, გამოჩნდა მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობით და მახინჯი საარჩევნო სისტემით. ამიტომ დღეს პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც 24 მოქალაქეს ითვლის, მაგრამ მათ უკან 20 ორგანიზაციაა, შევიტანთ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რაც გულისხმობს 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით, ისე, როგორც უნდა ჩატარდეს 2020 წლის შემდეგ. თუ რაღაც არის კარგი 2020 წლის შემდეგ, ის კარგი შეიძლება გადმოვიტანოთ 2020 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” და მომდევნო ხელისუფლებებს არ ექნებათ მანდატების მოპარვის საშუალება", – ამბობს კაციტაძე. მისი თქმით, "დღევანდელი სისტემა ხელისუფლებას აპარინებს მანდატებს, დაახლოებით, 25-30 პროცენტის ოდენობით. ყველა პრობლემის სათავე იწყება უკონტროლო ხელისუფლებებიდან ეს იქნება სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ა.შ. ამიტომ ეს არის საკითხთა საკითხი. რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ შეისმინა პირველ ჯერზე 200 ათასი ამომრჩევლის ხმა, არ შეისმინა პოლიტიკური სპექტრის ხმა, ახლა უკვე ამჯერად ჩვენი კამპანია ასეთ სახელწოდებას იძენს – მილიონი ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და 73-ვე მუნიციპალიტეტიდან გავაგონებთ ხმას ჩვენი ამომრჩევლებისას „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პარლამენტს. გვაინტერესებს, როგორი იქნება მათი პასუხი". [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება