შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხელისუფლება ამას როგორ იკადრებდა"..."ყველაფერი ნაცების ბრალია"...

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 31 იანვარი 2019

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებთ ადამიანების შანტაჟს აფასებს და საკუთარ |ფეისბუკ| პოსტზე შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: 

პირადი ცხოვრების ჩანაწერების გამოგდება არის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ამორალობა, რასაც კი შეიძლება ხელისუფლება კადრულობდეს.

და როცა ასეთი კომპრომატების გამოგდება ხდება ყოველთვის ხელისუფლების ნების წინააღმდეგ წასულ ადამიანებზე და დამნაშავის დადგენაც ვერ ხერხდება, მაინცდამაინც ძნელი მისახვედრი არ არის თუ ვინ აკეთებს ამას.

აი, სრულიად გულისამრევია ეს ყველაფერი. რაღაც ზღვარი თუ არა, ფსკერი ხომ მაინც უნდა არსებობდეს?

P. S. "ხელისუფლება ამას როგორ იკადრებდა" და "ყველაფერი ნაცების ბრალია" ტიპები გთხოვთ ნუ გამომეხმაურებით. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

"საით წავა კალაძე"?!