შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კუდით ქვას ვასროლიებ კალაძეს "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 31 იანვარი 2019

ქეთევან წალის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ალეკო ელისაშვილი პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს აკისრებს. როგორც ელისაშვილმა შემთხვევის ადგილზე განაცხადა, კალაძე მფარველობს “ყაზტრანსგაზს“, ამიტომაც არ დადგა ამ დრომდე კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი.

“კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დამიწყო. როდემდე უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმარზე? - გაბრაზდა ბატონი მერი, რადგან ვუთხარი, რომ “ყაზტრანსგაზს” მფარველობს. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო, ამაზე პასუხისმგებლობა სწორედ მმებუას ეკისრება. აქ მარტში რომ ჩაჭრეს მრიცხველი, შემდეგ რატომ არავინ მოვიდა შემოწმებაზე?! ვისი ბრალია ეს? - კუდით ქვას ვასროლიებ კალაძეს და “ყაზტრანსგზას,”- განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით 7 ადამიანის გარდაიცვალა. ცნობილია,რომ საცხოვრებელში კუსტარულად დამზადებული გამათბობელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით 7-ვე გარდაცვლილი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა. გარდაცვლილები თანამშრომელმა ნახა, რომელმაც მამაკაცებს სახლში მას შემდეგ მიაკითხა, რაც ისინი სამსახურში არ გამოცხადდნენ.

სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს, ადგილზე მისვლის შემდეგ შვიდივე მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. გარდაცვლილები აღნიშნულ მისამართზე ქირით ცხოვრობდნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო, საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟებია მობილიზებული. გარდაცვლილების ვინაობა ზუსტდება.

2020news.ge

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა