შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ყველაფერი მოსალოდნელია მაგენისგან-გურულები პოლიტიკოსების ფარული კადრებით შანტაჟზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 31 იანვარი 2019

 

28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა. აღნიშნულს გამოეხმაურა თვითონ ბესელიაც და თქვა, რომ მის წინააღმდეგ მორალური ტერორი მიმდინარეობს. ღია წერილში მან მოუწოდა ქალებს პოლიტიკაში მოვიდნენ და არსებული რეალობის შესაცვლელად იბრძოლონ.

 

ფარული კადრების მორიგ გავრცელებას გამოხმაურება მოჰყვა  არასამთავრობო ორგანიზაციები, ისე პოლიტიკოსებში.

რას ფიქრობს საზოგადოება, ვის აკირებენ მომხდარის გამოძიებაში მთავარ პასუხისმგებლობას, ამ საკითხე "გურიის მოამბემ" რამდენიმე ადგილობრივის აზრი და შფასება მოისმინა: 

 

ი. ტრაპაიძე - რა  თქმა უნდა,  ეს  შანტაჟის  გამოა.  აბა რაში სჭირდებათ? სჭირდებათ თავისი გუნდის სამართავად.  ამ მოვლენას  ვაფასებ ძალიან ცუდად. ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ. სად მივექანებით უკვე  არც ვიცით. საზოგადოებაც უფრო მკაცრი უნდა იყოს.

თ.ბ. - ჩემი აზრით, ეს არ შიძლება, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. საზოგადოებამ რაღაც  უნდა გააკეთოს ამის  საწინააღმდეოდ, თუ გინდ მიტინგები    ჩაატარონ. ეს შანტაჟის და დაშინების გამო ხდება. ანუ, ის რომ  არ თქვან,  რაც მათ არ აწყობთ  და თუ იტყვიან  აი, კომპრომატებს დაუდებენ.

ა.გ. - ეს ფაქტი  ძალიან საგანგაშოა. მე ძალიან  შეშინებული ვარ.  არც ნდობა არ  მაქვს  არც ერთის მხრიდან, გინდა ოპოზიცია  იყოს, გინდა პოზიციის  მხრიდან.  თუ ის აშავებს ის პიროვნება,  მოსთხოვონ პასუხი. ბოლოს და ბოლოს  ხომ უნდა გვეშველოს? ძალიან  მაქვს რწმენა დაკარგული. გამოსავალი არ ვიცი  რა  უნდა იყოს.  მაშინ   დიდიან-პატარიანა უნდა გამოვიდეს ყველა და დადგეს  და  მაგას ვინ იზამს?  ზოგს სამსახურის  დაკარგვის ეშინია.

ლ.მ. - მე ჩემცხოვრებაზე  შემიძლია გაგცეთ პასუხი. პარლამენტარების ცხოვრება არ  ვიცი.  მაგენი ძაან ფუფუნებაში არიან და რაც უნდათ, ის  უქნიათ.  ჩემდა არ იკლავს მაგენი თავს და არც მე  მოვიკლავ  თავს  მაგენისთვის.

ს,გ,-კაი ამბისთვის რომ არ იყენებენ  ამ კადრებს, ეს ხომ ფაქტია? ყველაფერი მოსალოდნელია მაგენისგან.  კაი რომ არაფერი ხდება ეს კი ვიცი.

კ.ს. -არ უნდა იყოს ასეთი ფაქტები. ეს ყველაზე  საშინელებაა. ჩვენც  ვწუხდებით  ასეთი ამბებით და საზოგადოებაც , მაგრამ რა უნდა  ვქნათ. ყველაფერი მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ ვერაფერს  ვერ შევცვლით.

რ.ტ. - მე აბსოლუტურად  ვგმობ  მასეთ რაღაცეებს. ეს პოლიტიკური ზეწოლაა  ბესელიაზე, იმიტომ რომ ის იმ გუნდში იყო და ისეთი რაღაცეები  ილაპარაკა,  ეს პირადად მის წინააღმდეგ.  ამ შემთხვევაში  ბესელიაზე  ვიტყვი, რომ  პოლიტიკური  შანტაჟია სერიოზული და სამარცხვინო. გამოსავალი ისაა, რომ კანონით  უნდა  დაისაჯოს   კარგად და სამაგალითოდ.  ისე, რომ ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს მეორეჯერ. ჩემს ცხოვრებაში არ მეგონა,  თუ ოდესმე  ვიტყოდი, რომ ბესელიას ჩემი მხარდაჭერა-თქო, მაგრამ ეს ის  შემთხვევაა, რომ   როგორც  ქალს,  მე მაგის გვერდით დავდგები ყოველთის  და არა მარტო როგორც  ქალს, არამედ  როგორც  პიროვნებას. პოლოტიკა  ნამდვილად არ მაინტერესებს.

მზია წერეთელი - ნამდვილად მიუღებელია. საზოგადოებას  ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლია  ამ მხრივ. ჩვენც არ ვართ  დაცული, რომ ჩვენი პირადი სივრცე არ გამოიყენონ თავის საკეთილდღეოდ., შანტაჟისთვის  და ა.შ. არა  აქვს  მას მნიშვნელიბა  ის რას სჩადის,  მისაღებია  თუ არა  მისი  ცხოვრების ფორმა  ეს არა  არის ჩვენი საქმე.   ყველა ცხოვრობს თავისი ცხოვრებით. მაგრამ, ის რომ ადამიანი პოლიტიკაშია  და მას შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკურად  განსხვავეული აზრი, მას საშიშროება ემუქრება იმით, რომ მის პირად სივრცეს გამოუქვეყნებენ, შანტაჟს დაუწყებენ.  ეს არის საგანგაშო ფორმა.  სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში,  ეს არ უნდა ხდებოდეს. საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს  ხმა. შეიძლება  ბესელია როგორც ოპონენტი  მიუღებელი იყოს ვინმესთვის, მაგრამ ის არის ადამიანი  და როგორც  ადამიანი, მე მის გვერდში ვარ ნამდვილად.  გამოსავალი არის  ის  რომ უნდა მოხდეს ცვლილება  კანონში, უნდა გამკაცრდეს. ჩვენთან უშიშროება  თავის სიმაღლეზე არ დგას, შინაგან საქამეთა სამინისტრო თავის დონეზე არ დგას და  მთავრობა  მთავრობას არ ჰგავს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და მიზანმიმართულად იმართება მთვრობისგან, ნებადართულია. მე როგორც  მოქალაქე,  ჩემს  ქვეყანაში, დაუცველად ვგრძნობ თავს.   ყოველგვარი ზეწოლა ადამიანზე  არის დასაგმობი  და დაუშვებელი. ასეთმა ბინძურმა კადრებმა, შეიძლება ის ადამიანი თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს.  ამ ფაქტებით  არა მარტო პიროვნება ზარალდება,   ასევე, ზარალდება მისი ოჯახი, მისი შვილები...აუცილებლად უნდა მომწიფდეს საზოგადოება, თორე  ხვალ, შეიძლება იგივე  დაემართოს სხვასაც.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია