შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა მოხდა გორი-მეჯვრისხევის გზაზე - ,,მძღოლი ამბობს, რომ ბიჭს მისი მანქანა არ დაჯახებია"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 03 თებერვალი 2019
გორი-მეჯვრისხევის გზაზე, დევნილთა დასახლებასთან მომხდარ ფაქტზე, მძღოლი განსახვავებულ დეტალებზე საუბრობს. ამის შესახებ qartli.ge-ს სოფელ კირბალში განუცხადეს. მათი თქმით, მძღოლი, საკუთარი მანქანით, შეჯახების ვერსიას უარყოფს და აღნიშნავს, რომ მამაკაცი გზაზე მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.  ,,ამბობს, რომ მანქანას ქვეშიდან რაღაც წამოედო, ძირს იყო ბიჭი დაგდებულიო. როგორც ამბობენ, მანქანას დაზიანებები არ ჰქონია. იმედია, დაადგენს გამოძიება" - აცხადებენ სოფელ კირბალში. შეგახსენებთ, დღეს, დილით ხელთუბნის დევნილთა დასახლებასთან 31-წლის მამაკაცი პოლიციამ, შემოვლის დროს, გარდაცვლილი ნახა. სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციელები შემთხვევის ადგილზე იმ დროს მივიდნენ, როდესაც მძღოლიც და მანქანაც ადგილზე იმყოფებოდნენ. სამინისტრო კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს. ავტომანქანას ექსპერტიზა უტარდება, ასევე, დადგინდება 31-წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზიც. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები