შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ეს ბინძური დანაშაული ყველასთვის დამღუპველია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 02 თებერვალი 2019

"ივანიშვილის ბრძანებით იყო თუ სხვისი, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ვინც ამ საზიზღრობას აკეთებს, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი ან მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, აუცილებლად უნდა დაისაჯოს. პარტია პრევენცია არ არის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფარული კადრების გავრცელების საქმეზე სამართალდამცავთა მიერ 16 პირის დაკავებას.

"როცა "ოცნება" ხელისუფლებაში მოვიდა და დაიდგა სცენარი როგორ ანადგურებდნენ ფარულ ჩანაწერებს, მაშინვე წინააღმდეგი ვიყავი და განვაცხადე, რომ ვინც ეს კადრები დაამზადა, მას ან სხვა პირს აუცილებლად ექნებოდა ასლი, თავის დაზღვევის მიზნით. ვფიქრობდი, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია, ვინ ამზადებდა ამ კადრებს და მაშინვე დაესაჯა. ახლა ისიც არ ვიცით, საიდან ვრცელდება ასეთი კადრები, ან საერთოდ რა გაანადგურეს?

რაც შეეხება გამოძიების მიმართ უკვე გაჟღერებულ პრეტენზიებს "ნაციონალური მოძარობის" მხრიდან, საქმის მსვლელობა რომ არ დაწყებულიყო, მაშინ ამაზე ატეხდნენ ხმაურს. ახლა რომ აცხადებენ, ჩვენი მხარადმჭერები ვიღაცის დავალებით, ივანიშვილის დავალებით დააკავესო, ესეც არასერიოზულად მიმაჩნია, რა, უკვე აღიარეს რომ მათი მხარდამჭერების გაკეთებულია, ვერ გავიგე? ეს ცალკე თემაა.

ვისი დავალებითაც არ უნდა ყოფილიყო, იქნებოდა ივანიშვილი თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არა აქვს, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რომელი პარტიის წევრი ან მხარდამჭერიც არ უნდა იყოს, პარტია პრევენცია არ არის. შექმნილი სიტუაცია, ხელს არავის არ აძლევს, არც ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ვალდებულება რომ გამოიძიოს დანაშაული და საზოგადოებას წარუდგინოს. არც ბესელიას და არც სასამართლოს, თუ დამტკიცდება, რომ რაიმე ფორმით ეს კადრები სასამართლოდან გავიდა. ეს ბინძური დანაშაული ყველასთვის დამღუპველია. თავად პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც, ვინც არ უნდა იყოს, ამ სიბინძურით ქულების მოპოვება თუ სურთ.

იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას არ ექნება მტკიცებულებები, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები, მაშინ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თქვან, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა და თუ ბრძოლას დაიწყებენ, სწორიც იქნება. ამიტომ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას. სამარლადამცავებმა კი მყარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინონ, რადგან არავის ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა," - განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია