შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ვერ გავერკვიე რა გადაწყვეტილება მივიღეთ"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 თებერვალი 2019

 „ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის დატოვების შემდეგ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა რაზეც მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

ფოფხაძის თქმით, პარტიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავა. თუმცა გედევან ფოფხაძისთვის გაურკვეველია, რას ემსახურება ეს გადაწყვეტილება და რამდენად შედეგიანი იქნება ის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ პროცესი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავა. თუმცა ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერც გავერკვიე ეს რა გადაწყვეტილებაა," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია