შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სალომე ზურაბიშვილმა ბოროტი დედინაცვლის შესახებ საკაცობრიო მითი დაამსხვრია"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 02 თებერვალი 2019

"საბოლოოდ დაიმსხვრა ბოროტი დედინაცვლის შესახებ საკაცობრიო მითი“, - ასე ეხმაურება "ლეიბორისტური პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტის  გადაწყვეტილებას საკუთარი გერი მრჩევლად დაენიშნა. 

ცნობისათვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მისი მეუღლის, ჯანრი კაშიას ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ნანა კაშია მრჩევლად დანიშნა, ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.  

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეტალებზე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ზურაბიშვილის გერი ადმინისტრაციაში კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მას კონტრაქტი 1 იანვარს გაუფორმეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
გურიის მოამბე

გურიის რესპუბლიკა