შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მოსწავლეებს სკოლებში წითელაზე აცრის ცნობის წარდგენა დაევალათ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21233 
 01 თებერვალი 2019
საქართველოს მთავრობის N16 განკარგულების მიხედვით, მოსწავლეებმა სკოლებში წითელაზე აცრის დამადასტურებელი ცნობა უნდა წარადგინონ. იმ მოსწავლეების სიები, რომლებიც შესაბამის დოკუმენტს ვერ წარადგენენ, ჯანდაცვის ცენტრებს გადაეგზავნება. ამ დღიდან მოსწავლეებს ვაქცინაციის ჩასატარებლად ვადა ორი თვე მიეცემათ. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე ამბობს, რომ სკოლის დირექტორებს აცრილი და აუცრელი ბავშვების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჯანდაცვის ცენტრებისთვის უკვე დაევალათ: "მთავრობის განკარგულების მიხედვით, აუცრელი მოსწავლეების სიები ჯანდაცვის ცენტრებში უნდა გადაიგზავნოს. გადაგზავნიდან ორი თვის შემდეგ, თუ აცრის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა ვერ მოხერხდა, მოსწავლის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება". ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის გია კაპანაძის თქმით, ბავშვების აცრის დამადასტურებელი ცნობები სკოლაში მშობლების ნაწილმა უკვე მიიტანა: "თანდათან მოაქვთ ცნობები, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა ასაკში ცრიდნენ და ზოგი მოწმობას ვეღარ პოულობს". „ჩემს სკოლაში წითელას სამი შემთხვევა დაფიქსირდა. მშობლები უკვე გავაფრთხილეთ და ვფიქრობ, არც ცნობის მოტანაზე და არც ბავშვების აცრზე ძალდატანება არავის დასჭირდება“, – გვითხრა მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა ბელა დიასამიძემ. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება