შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,განავითარე შენი რეგიონი”- შეხვედრა ბოლნისელ ახალგაზრდებთან

განათლება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 04 ოქტომბერი 2018

 

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება, საქართველოს მასშტაბით,  კომპლექსურ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, რომელიც წელიწადის ოთხივე სეზონზე მიმდინარეობს და რეგულარულად ხორციელდება. გასულ წელს ბოლნისში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელიც მოიცავდა როგორც გაცნობით ხასიათს, ისე ინფრასტრუქტურული განვითარების დაგეგმვასა და პროექტირებას. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო პროექტი ,,განავითარე შენი რეგიონი’’. განხილული იყო სხვადსხვა გეგმაპროექტი, რომლებიც ხელს შეუწყობს  ქალაქის განვითარებას.  

პროექტები წარმოადგინეს ბოლნისელმა მოსწავლეებმა და სტუდენტებმა.  შეხვედრა გაიმართა მთავარი ბიბლიოთეკის დაბაზში, მას უამრავი ახალგაზრდა ესწებოდა.

გიგა გლურჩაძე, პროექტის ორგანიზატორი:

მადლობელი ვარ ასეთი ორგანიზებული დახვედრისათვის, მადლობა ახალგაზრდებს, რომლებიც აქ იყვნენ და გაგვაოცეს  ნიჭიერებით. გაჟღერებული იყო შვიდი იდეა, აქედან გაიმარჯვა ერთმა,  იდეის ავტორი დაჯილდოვდა საგზურით- ტური საქართველოში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ბოლო დროს ისმის, რომ საქართველოში მომავალი თაობა ვერ აზროვნებს სახელმწიფოებრივად, ეს ასე არაა. დამტკიცდა, რომ ეს ბავშვები არა მარტო აზროვნებენ სახელმწიფოებრივად, არამედ ზრუნავენ თავიანთი ქალაქის ღირსებაზე.

თეონა  პაპიაშვილი, №5 საჯარო სკოლის მოსწავლე:

დღეს ჩვენი სკოლის გუნდის პროექტმა გაიმარჯვა. ბედნიერი ვარ და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე მის განხორციელებასაც შევძლებთ. გვინდა არსებობდეს  ტრადიციული სამოსის მუზეუმი, სადაც დამთვალიერებელს ექნება სამოსის  მოზომვისა და ფოტოს გადაღების საშუალება. მოეწყობა სხვადასხვა ჟანრის კინოჩვენება,  განხილვა და .. რა თქმა უნდა,  ეს იქნება ქართულგერმანულ შტრიხებზე და საფუძველზე განხორციელებული, რადგან ბოლნისი, ტრადიციულად, გერმანულ ფესვებზე დგას.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია