შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"2-3 ძროხის მეპატრონეს გადასახადი არ დაეკისრება" - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო

საზოგადოება
წყარო:  PS News / http://psnews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=61879 
 04 თებერვალი 2019

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2-3 ძროხის მეპატრონეს გადასახადი დაეკისრება სიცრუეა, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.


სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლიდან სავალდებულო ხდება სურსათის მწარმოებლების რეგისტაცია, რათა მათ ბაზარზე პროდუქციის რეალიზება შეძლონ.

 

რეგისტაცია უფასოა. რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილია.

 

„რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია