შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში საბაზო განათლების მქონე პირები ატესტატს მიიღებენ

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.speqtri.ge/sazogadoeba/ganathleba/article/30195 
 05 თებერვალი 2019
საბაზო განათლების მქონე პირებს, პროფესიულ პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ, განათლების მინისტრის მოადგილის ირინა წეროძემ განაცხადა.


„მათ პროფესიულ პროგრამასთან ერთად საშუალება ექნებათ ისწავლონ მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მასალა. თუკი საბაზო განათლება აიწევს მე–10 კლასამდე, რა თქმა უნდა, ეს იქნება მე-11, მე-12 კლასის მასალები. რაც შეეხება ვადებს, ეს არის მაისი. თავად კანონი განსაზღვრავს, რომ 2019 წლის მაისიდან სამინისტრო ეტაპობრივად დაიწყებს ამ პროგრამების განხორციელებას და აღებული დიპლომი იქნება გათანაბრებული სრულ ზოგად განათლებასთან. პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგრამებს დავიწყებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მერე, რა თქმა უნდა მოხდება მასშტაბების ზრდა, ამისთვის გვაქვს სრულად ორი წელი”,- განმარტავს ირინე წეროძე.

რეფორმის თანახმად იხსნება ბარიერი, რომლის მიხედვითაც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება აღარ შეეძლო. „პროფესიული განათლება აქამდე იყო ჩიხი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ სწავლა გაეგრძელებინათ უმაღლეს სასწავლებელში. ეს ბარიერი იხსნება. მე-10 კლასის საბაზო განათლების მქონე პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული განათლება, ხოლო მე-12 კლასის განათლების მქონე პირისთვის უმაღლესი პროფესიული პროგრამები“, – აღნიშნა წეროძემ.

პროფესიული განათლების რეფორმის მომდევნო, სამწლიანი ფაზის პერიოდში გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზებაც, როგორც ახალგაზრდების ასევე ზრდასრული მოსახლეობისათვის. პროფესიული განათლების შემადგენელი ნაწილი იქნება მოკლე გადამზადების პროგრამები ზრდასრულთათვის. აღნიშნულ პროგრამებს კერძო ორგანიზაციები განახორციელებენ, რომელთაც სამინისტროსგან შესაბამისი აღიარება ექნებათ მიღებული.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია