შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის პოლიცია: ,,68-წლის მამაკაცმა 45-წლის მეუღლეს არასრწულწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემა"

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/10503 
 05 თებერვალი 2019
გორის პოლიციამ 1951 წელს დაბადებული ნ.ა., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავა. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა მეუღლეს - 1974 წელს დაბადებულ ს.ნ.-ს, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია